პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პირობებსა და წესებს. www.mountainsafety.info-ს ვებსაიტის თითოეული ვიზიტორი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ წესებს. ეს წესები აგრეთვე, ვრცელდება www.mountainsafety.info-ზე. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები ან კომენტარები, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მეშვეობით info@MountainSafety.info.
მონაცემთა ხელმძღვანელი და მფლობელი
MountainSafety.info
c/o WSL თოვლისა და საზვავე კვლევების ინსტიტუტი SLF
Flüelastrasse 11
CH-7260 Davos Dorf
შვეიცარია
info@mountainsafety.info
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
MountainSafety.info  იხსნის ყოველგვარი სახის პასუხისმგებლობას (მათ შორის, გაუფრთხილებლობის შემთხვევებშიც) ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გამოწვეულია ვებსაიტზე MountainSafety.info-ზე წვდომით ან მისი გამოყენებით; ვებსაიტზე წვდომის ან გამოყენების შეუძლებლობით ან სხვა ვებსაიტების ბმულებით.

გამჭვირვალობა
MountainSafety.info-ს ინტერნეტ საქმიანობა მოიაზრებს მისი მომხმარებლების კონფიდენციალურობის პატივისცემას. ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ნდობა ინტერნეტის მიმართ და სწორედ ამიტომ ღიად ვაცხადებთ პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის პრინციპებს. MountainSafety.info  მოწოდებულ მონაცემებს იყენებს მკაცრი კონფიდენციალურობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვით. პერსონალური მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე პირებს. 

ვებსაიტის შინაარსი
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ვებსაიტზე წარმოდგენილი დეტალების სისწორეზე. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამ სახის მონაცემები უახლესია. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ კომპიუტერული სისტემის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა იმუშავებს შეცდომების გარეშე. ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს და/ან ბეჭდურ შეცდომებს. აღნიშნულ ვებსაიტზე ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან განახლდეს ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ვებსაიტის გამოყენების მონაცემები/პერსონალური მონაცემები
MountainSafety.info დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მონაცემთა დაცვას. თეორიულად, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს ვებსაიტზე პერსონალური მონაცემების მოწოდების გარეშე. თქვენ, როგორც ვებსაიტის ctivascular.ch-ის ვიზიტორი, თავად გადაწყვიტეთ, რომელი პერსონალური მონაცემების გაზიარება გსურთ ჩვენთვის. თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ როდესაც თქვენ შედიხართ ჩვენს ვებსაიტზე ან კითხულობთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენს, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ რა სახით იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტსა და საინფორმაციო ბიულეტენს. აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია და შეთავაზებები წარმოადგენს მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია არ იძლევა რაიმე დასკვნების გაკეთების საშუალებას თქვენი ვინაობის შესახებ. მონაცემები მუშავდება იმისათვის, რომ დაგვეხმაროს ჩვენი ვებსაიტის და სერვისების მორგებაში ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით.
როდესაც თქვენ პირადად რეგისტრირდებით ან ითხოვთ კონკრეტული სახის მასალას ან სხვა სერვისებს, ჩვენ ვითხოვთ თქვენგან პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი და მისამართი. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი მომსახურების გაწევა ხორციელდება მესამე მხარის მიერ, ჩვენ თქვენს მონაცემებს ვაწვდით შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს: თქვენ გვაძლევთ ამის უფლებას თქვენი მონაცემების ჩვენთვის მოწოდების გზით. ჩვენ ვამუშავებთ მოწოდებულ მონაცემებს მონაცემთა დაცვის მოქმედი შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს ჩვენი მიზნებისთვის მხოლოდ ანონიმური ფორმით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ასეთი ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვით და თავად ვამუშავებთ მათ მხოლოდ ანონიმური ფორმით. მონაცემები არ მიეწოდება მესამე მხარეს.
თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, კერძოდ მისი მესამე პირებისთვის მიყიდვა, კატეგორიულად გამორიცხულია. როგორც რეგისტრირებულ მომხმარებელს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენგან ინფორმაცია თქვენი მომხმარებლის მონაცემების შინაარსის შესახებ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეასწოროთ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი სახის მონაცემი, წაშალოთ იგი ან უარი თქვათ ნებისმიერი სახის კონტაქტზე. მონაცემების წაშლა ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (ელ-ფოსტით, ფაქსით ან ფოსტით).

ჩვენი ვებსაიტის ქუქი
ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს სარეკლამო განცხადებების განთავსების მართვისა და ცალკეული თემატური განყოფილებების პოპულარობის განსაზღვრისთვის. თქვენს მყარ დისკზე შენახული ეს ტექსტური ფაილები არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ ხელს უწყობს თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენებას.
არსებობს განსხვავება იმ ქუქი-ფაილებს შორის, რომლებიც აქტიურია მხოლოდ ბრაუზერის გახსნის შემდეგ და მათ შორის, რომლებიც უფრო დიდი ხნით ინახება მყარ დისკზე. მუდმივი ქუქი-ფაილები, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული პერსონალურ მონაცემებთან, ნებადართულია მხოლოდ შვეიცარიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა თანხმობა გასცა მათ გამოყენებაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ამ პრინციპს და გაძლევთ არჩევანის საშუალებას, გსურთ თუ არა მუდმივი ქუქი-ფაილებით მუშაობა. მიუხედავად ამისა, თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ წვდომა იმ ნაწილებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას და გარკვეული სერვისების გამოყენებას, შესაძლებელია მხოლოდ ქუქი-ფაილების ჩართვის შემთხვევაში.

ვებსაიტის ანალიზი
ეს ვებსაიტი იყენებს Google Analytics-ს, ვებანალიზის სერვისს Google Inc.-ისგან („Google“). Google Analytics-ი იყენებს ე.წ. „ქუქი-ფაილებს“ - ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერზე და რომლებიც საშუალებას გვაძლევს გაანალიზოთ თუ რა სახით იყენებთ ვებსაიტს. ქუქი-ფაილის საშუალებით გენერირებული ინფორმაცია ამ ვებსაიტის გამოყენების შესახებ (მათ შორის თქვენი IP მისამართი) გადაეცემა Google-ის სერვერს აშშ-ში და იქ ინახება. მონაცემები, რომლებიც გამომდინარეობს ასეთი ანალიზის შედეგად, ფასდება ანონიმური ფორმით და ემსახურება მხოლოდ ამ ვებსაიტისა და მისი შინაარსის მუდმივ გაუმჯობესებას. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ამ ქუქი-ფაილების დაყენება თქვენი ბრაუზერის პროგრამულ უზრუნველყოფაში შესაბამისი პარამეტრების გამოყენების გზით; მიუხედავად ამისა, თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ამ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ ისარგებლოთ სრული სახით ამ ვებსაიტის ფუნქციებით. ამ ვებსაიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენგან შეგროვებული მონაცემები შეინახოს და დამუშავდეს ზემოთ მითითებული მიზნებისთვის. 

პასუხისმგებლობის გამორიცხვა მესამე მხარის ბმულებსა და ქუქი-ფაილებზე
როგორც კი შედიხართ მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლის ვებსაიტზე, თქვენ გადიხართ ჩვენი კონტროლის სივრციდან. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ მესამე მხარის პროვაიდერები იცავენ მონაცემთა დაცვის იმ წესებს, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ. ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ შესაბამისი მომსახურების მომწოდებელთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკას მანამ, სანამ გამოიყენებთ მათ ვებსაიტებს. მიუხედავად კეთილსინდისიერი კონტროლისა და შერჩევისა, ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას გარე ბმულების შინაარსზე. თუ დაკავშირებული გვერდი შეიცავს უკანონო ან შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას, ჩვენ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ წავშლით აღნიშნულ ბმულებს.

საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები
MountainSafety.info ვებსაიტზე განთავსებული ყველა სახის მასალა (ტექსტი, ფოტოები, ვიდეოები, ლოგოები და ა.შ.) დაცულია საავტორო უფლებებით. როდესაც მასალა ჩამოტვირთულია ვებსაიტიდან ან ხდება მასალების ასლის გაკეთება, თქვენ არ გენიჭებათ მათი გამოყენების უფლება. დაუშვებელია სურათებისა და ლოგოების კოპირება, დუბლირება, გადაცემა ან სხვაგვარი სახით გამოყენება MountainSafety.info-ს ნებართვის გარეშე. მასალების რეპროდუცირება დაუშვებელია საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
MountainSafety.info პასუხისმგებელია წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე!